MARCA: "ვოზინია ინტერ მაიამიში ითამაშებს - მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა"
კაბო ვერდეს ეროვნული ნაკრების ლეგენდარული მეკარე, ვოზინია კარიერაში მორიგი დიდი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდილი გოლკიპერი თავისუფალი აგენტის სტატუსით ინტერ მაიამიში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მოწინავე ფაზაშია. ეს ტრანსფერი ამერიკულ კლუბში ვოზინიას ერთგვარი, უაღრესად ემოციური და საინტერესო იქნება, რადგან მეკარე 40 წლისაა.
ინტერესი, რომელიც ვოზინიას მიმართ ამერიკაში არსებობს, სრულიად ლოგიკურია. მან ახლახან მსოფლიო ჩემპიონატზე ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. კაბო ვერდეს ნაკრებისთვის ეს მუნდიალი ისტორიული და სადებიუტო იყო, ვოზინიამ კი ტურნირზე ფანტასტიკური, თავდადებული თამაში აჩვენა და მიუხედავად მისი ასაკისა, აბსოლუტურად ყველაზე, გულშემატკივრებზე, ექსპერტებსა თუ სკაუტებზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა.
🚨🚨| NEW: Cape Verdean goalkeeper Vozinha is reportedly in advanced negotiations to join Inter Miami as a free agent, marking an exciting potential return to the MLS club.
— Goals Side (@goalsside) July 9, 2026
{@marca} pic.twitter.com/2i7Y8cLQil
მისი ბრწყინვალე სეივები და ლიდერული თვისებები სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა. სწორედ ამ მყარმა ფსიქოლოგიურმა მდგრადობამ და უმაღლესი დონის პროფესიონალიზმმა ინტერ მაიამის, კარიერის მიწურულს მყოფი მეკარისთვის ხელშეკრულება კიდევ ერთხელ შეეთავაზებინა.
კატალონიელი და ამერიკელი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მაიამური გუნდისთვის ვოზინიას გამოცდილება და მუნდიალის ცხელი ემოციები დიდი პლუსი იქნება. როგორც ჩანს, სატრანსფერო დეტალების შეთანხმებასა და ტრანსფერის ოფიციალურ დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება.
შეგახსენებთ, რომ 40 წლის კაბო ვერდელი მეკარე წლების განმავლობაში პორტუგალიისა და კვიპროსის ჩემპიონატში თამაშობდა, ყველაზე მეტი მატჩი კი აელ ლიმასოლის შემადგენლობაში აქვს ჩატარებული, სადაც კვიპროსული კლუბსი მაისური 116-ჯერ მოირგო. ეროვნულ ნაკრებში კი 2012 წლიდან ირიცხება და 94 თამაში აქვს ჩატარებული.
ასევე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი (თუ მთავარი არა) აღმოჩენა სწორედ ვოზინიაა, რადგან მას მუნდიალის დაწყებამდე სოციალურ ქსელში 55 ათასი გამომწერი ჰყავდა, ახლა კი 29 მილიონი ჰყავს და ეს ყველაფერი სულ რაღაც არასრულ 1 თვეში მოხდა.