მესი საკლუბო დონეზე არგენტინაში პირველად ითამაშებს
რივერ პლეიტმა, სოციალური ქსელების მეშვეობით, დაადასტურა, რომ 19 იანვარს, ინტერ მაიამის ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებენ. ეს ლიონელ მესის „მონუმენტალზე“ დაბრუნებას ნიშნავს (არგენტინის ნაკრებიდან მისი წასვლის შემდეგ).
რივერთან მატჩი მესისთვის პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ის არგენტინაში საკლუბო დონეზე ითამაშებს. მართალია, ის მონაწილეობდა ხუან რომან რიკელმეს („ბომბონერაზე“) და მაქსი როდრიგესის („კოლოზო მარსელო ბიელსაზე“) გამოსამშვიდობებელ მატჩებში, მაგრამ ქვეყნის შიგნით ოფიციალურ ან ამხანაგურ შეხვედრაში თავისი არცერთი კლუბის (ბარსელონა, პსჟ, ინტერ მაიამი) შემადგენლობაში არასდროს უთამაშია.
მიუხედავად იმისა, რომ არგენტინაში საკლუბო დონეზე არასდროს უთამაშია, ლიონელ მესისთვის რივერ პლეიტთან დაპირისპირება ახალი არ იქნება. მესიმ არგენტინულ კლუბთან 2015 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, როდესაც იაპონიაში, ბარსელონამ მესის და ლუის სუარესის 2 გოლით 3:0 დაამარცხა მეტოქე.
🔜 Se viene Un encuentro Monumental: River Plate 🆚 Inter Miami CF
— Inter Miami CF (@InterMiamiCF) November 13, 2026
📆 19 de enero 2027
🏟️ Estadio Monumental
🔗 https://t.co/7FDxJDbDcA pic.twitter.com/LdlHpGLKiL