ვინისიუსი რეალში არსებულ სირთულეებსა და ვარსკვლავის სტატუსის წნეხზე საუბრობს
ვინისიუს ჟუნიორმა ბოლოდროინდელ სათამაშო ფორმაზე ისაუბრა და იმ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა გამოც, ბრაზილიელი შემტევი ძველებურად გამორჩეული აღარ არის. 26 წლის ფეხბურთელის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატიდან ნაადრევად გამოვარდნამ, მესისა და რონალდუს მრავალწლიანმა დომინაციამ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, მასთან დაკავშირებულმა ჭორებმა, მისი სათამაშო ფორმა გააუარესა.
ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სათანადოდ ვერ მოვემზადე, რადგან ამ ტურნირს ყველა ჩვენგანისთვის უდიდესი ემოციური დატვირთვა აქვს. ასე ნაადრევად გამოვარდნას არ ველოდით. ამიტომ შვებულების დროს გადავწყვიტე, რომ დრო სასიამოვნოდ გამეტარებინა, დამესვენა, ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა და ოჯახთან მეტი დრო გამეტარებინა. საბოლოოდ, იმაზე ნაკლები ვივარჯიშე, ვიდრე ბოლო წლებში ვვარჯიშობდი.
ასეთი მაღალი დონის ამდენი ხნის განმავლობაში შენარჩუნება ყოველთვის ძალიან რთულია. ვფიქრობ, მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ და მესიმ შეძლეს ამდენი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე დონეზე თამაში და ფენომენალური სტატისტიკური მაჩვენებლები აქვთ. მე ადამიანი ვარ და ხშირად ვუშვებ შეცდომებს, თუმცა საკუთარი თამაშის გაუმჯობესებას ყოველთვის ვცდილობ. მინდა, მეტი გავიგო ფეხბურთის შესახე, მაგრამ 26 წლის ვარ და ცხოვრებით ტკბობაც უნდა მოვასწრო.
შესაძლოა, ამ ყველაფერმა სეზონის დასაწყისზე იმოქმედა. კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხმა, გასულ ზაფხულს ჩემით ამდენი კლუბით დაინტერესებამ და რეალში არსებულმა სიტუაციამ აზრები ძალიან ამირია. თუმცა სეზონი ახალი დაწყევულია და ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. - ვინისიუს ჟუნიორი
მძიმე სტარტის მიუხედავად, ვინისიუსი კვლავ ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ სიტუაციას გამოასწორებს. მადრიდელთა შვიდიანს მსგავსი გამოცდილება წინა სეზონებშიც ჰქონდა. ბრაზილიელს იმედი აქვს, რომ საკუთარ სისუსტეებზე ინტენსიური მუშაობით სეზონის გადამწყვეტი ნაწილისთვის, საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს.
🚨🚨 VINÍCIUS JR 🇧🇷 explique très franchement son DÉBUT DE SAISON COMPLIQUÉ au REAL MADRID !!! 👇
— Actu Foot (@ActuFoot_) November 16, 2026
🗣️ « Après la Coupe du monde, je ne me suis pas aussi bien préparé. (…) JE ME SUIS MOINS ENTRAÎNÉ QUE LES ANNÉES PRÉCÉDENTES.
JE SUIS HUMAIN, JE FAIS SOUVENT DES ERREURS. Mais… pic.twitter.com/9BqKfQpIwH