Belive

"მას შეუძლია ჩვენი ლიდერი გახდეს" - მარტინესმა მესის მემკვიდრე დაასახელა

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ემილიანო მარტინესმა ნიკო პასს მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს, ლეო მესის წასვლის შემდეგ, 10-ნომრიანი მაისურის ტარება შეუძლია. მარტინესი მიიჩნევს, რომ კომოს ფეხბურთელი "ალბისელესტეს" მომავალი ლიდერია. მესის წასვლის შემდეგ, სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება იმის თაობაზე, თუ ვინ მოირგებს ლეგენდარულ 10-ნომრიან მაისურს, რომელსაც სხვადასხვა დროს, მარიო კემპესი და დიეგო მარადონა ატარებდნენ. ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს, ორ ამხანაგურ შეხვედრაში, ეს მაისური არავის არ სცმია.

22 წლის ნიკო პასმა კოსტა-რიკასთან შეხვედრაში ბრწყინვალედ ითამაშა. არგენტინამ მეტოქე 7:0 დაამარცხა, კომოს ნახევარმცველმა კი პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა. ამ შეხვედრაში ის 18 ნომერი იყო. მატჩის დასრულების შემდეგ, ემილიანო მარტინესმა ახალგაზრდა ფეხბურთელის შესაძლებლობები შეაფასა.

ვხედავ, რომ ის გუნდს სულ უფრო მეტად ერგება. ცხადია, მას არგენტინული მებრძოლი ხასიათის ათვისება სჭირდება და ამაში ჩვენც ვეხმარებით. სიმართლე გითხრათ, ის ამ შანსს და ნაკრებში თამაშს იმსახურებს. გოლები კი დამატებითი ბონუსია. თუ ამ თავმდაბლობასა და ამჟამინდელ ფორმას შეინარჩუნებს, ნამდვილად შეუძლია სამომავლოდ 10-ნომრიანი მაისური მოირგოს და ამ პასუხისმგებლობას გაუმკლავდეს.

ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც თავს ლიდერებად გრძნობენ. მას თამაშში გარდამტეხი როლის შესრულება შეუძლია და აქვს უნარი, რომ ნაკრებს გაუძღვეს. ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ ეროვნული ნაკრები ვართ. აქ ეგოიზმის ადგილი არ არის. აქ არის შრომა, თავმდაბლობა და პატივისცემა. - ემილიანო მარტინესი

სხვა სტატიები