მესი კვარას წინააღმდეგ | პსჟ ინტერ მაიამის შეხვდება
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის 2 წყვილი უკვე ცნობილია. პსჟ პლეი ოფის პირველივე ეტაპზე ინტერ მაიამის შეხვდება, შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლეო მესის დაპირისპირებაც შედგება.
ინტერ მაიამიმ A ჯგუფში 5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო პსჟ-მ B ჯგუფში პირველი - ამ ძალიან საინტერესო მატჩს 29 ივნისს ვიხილავთ.
ვიცით მეორე მერვედფინალური წყვილიც - 28 ივნისს ერთმანეთს ბრაზილიური კლუბები, პალმეირასი და ბოტაფოგო დაუპირისპირდებიან.
Round of 16. Dialed in. Vamos Miami 💗🖤
— Inter Miami CF (@InterMiamiCF) June 24, 2025
We will face @PSG_inside in the next round of the @FIFACWC ✨ pic.twitter.com/0K55iC6pkD