გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ლუის ენრიკეს პსჟ-ს დატოვება სურს, ტყუილი აღმოჩნდა
დღეს სოციალურ ქსელში არაერთმა სპორტულმა გვერდმა დაწერა, რომ, თითქოს, პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ფრანგულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.
ინფორმაცია Bild-ზე დაყრდნობით ვრცელდებოდა, თუმცა თავად გერმანულ გამოცემას ესპანელი სპეციალისტის შესახებ მსგავსი არაფერი დაუწერია. ტვიტერში ამ წუთამდე არაერთი პოსტი იძებნება, სადაც წყაროდ სწორედ Bild-ია მითითებული.
ლუის ენრიკეს დედაქალაქურ გუნდთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი ხელმძღვანელობით პარიზელებმა ლიგა 1 (2-ჯერ), საფრანგეთის თასი (2-ჯერ), სუპერთასი (2-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი მოიგეს.
ℹ️ Attention une fake circule alors que Bild n’a jamais fait d’article sur Luis Enrique. Attention grosse fake depuis plusieurs jours sur le PSG. https://t.co/6HAPmV83Jq
— ParisSG INFOS (@Paris_sginfos) January 6, 2026