Belive

მესი და რონალდუ ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდებიან

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ინტერ მაიამიმ" პრესეზონის ტურნე ოფიციალურად დაადასტურა. MLS-ის ბინადარი კლუბის Twitter-ის გვერდზე განთავსებულ პოსტში ნათქვამია, რომ "ინტერ მაიამი" პრესეზონზე საუდის არაბეთში გაემგზავრება, სადაც 2 მატჩს გამართავს.

"ინტერ მაიამის" პოსტში აღნიშნულია, რომ ამერიკული საფეხბურთო კლუბი 2024 წლის 29 იანვარს, "ალ ჰილალს" დაუპირისპირდება. გულშემატკივრების განსაკუთრებულ ინტერესს კი 2024 წლის 1 თებერვალს გასამართი მატჩი იწვევს, რომელშიც "ინტერ მაიამი" "ალ ნასრს" შეხვდება და ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს პაექრობას კიდევ ერთხელ ვიხილავთ.

პლანეტის ორი სუპერვარსკვლავის მორიგი დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.

სხვა სტატიები