Belive

ალ-ხელაიფი მესიზე: ,,როცა პსჟ-დან წასვლის შემდეგ, გუნდზე ცუდს ამბობ, უპატივცემულობაა”

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი, დედაქალაქური გუნდიდან წასვლის შემდეგ, ლეო მესის განცხადებებით უკმაყოფილოა:

,,მესის დიდ პატივს ვცემ, მაგრამ თუ ვინმეს პსჟ-დან წასვლის შემდეგ, გუნდზე ცუდის თქმა სურს, ეს არასწორია, უპატივცემულობაა…

ლეო ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ მე მსგავსი საქციელი არ მომწონს! ეს ეხება არა მხოლოდ მას, არამედ სხვებსაც… ჩვენ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ერთად ვართ და არა მაშინ, როცა ფეხბურთელი უკვე წასულია. ეს ჩვენი სტილი არ არის!” - ნასერ ალ-ხელაიფი

რამდენიმე თვის წინ, მესიმ განაცხადა, რომ ის იყო არგენტინის ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, კლუბისგან განსაკუთრებული მილოცვა არ მიუღია. არგენტინელმა მოგვიანებით უკმაყოფილება პარიზული გუნდის გულშემატკივრების მიმართაც გამოთქვა.

მესიმ ,,პსჟ-ის” მაისურით ჩატარებულ 75 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები