არგენტინამ ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო
არგენტინამ კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპი სრულყოფილად დაასრულა და პერუსთან მესამე გამარჯვებაც გაიფორმა. 'ალბისელესტემ' 2:0 დაამარცხა პერუელები და B ჯგუფის მეორეადგილოსანს მეოთხედფინალში დაელოდება.
ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო შემადგენლობაში არ იყო ლეო მესი, მან დისკომფორტი ჩილესთან მოგებულ შეხვედრაში იგრძნო, თუმცა ტრავმის გარეშეც, ლიონელ სკალონის როტაცია გადაწყვეტლი ჰქონდა და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მესის იმ შეხვედრაში ეთამაშა, რომელიც რეალურად არაფერს წყვეტდა. მესის მიმდინარე კოპაზე მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული, თუმცა მისი გუნდი ამას არ იტყობს და შესანიშნავად გამოიყურება.
პერუსთან ორივე გოლი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, ის ტურნირის ბომბარდირია, არგენტინელ თავდამსხმელს 4 გოლი დაუგროვდა. არგენტინას უფრო დიიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო, თუმცა პარედესმა პენალტი ვერ გამოიყენა. მეოთხედფინალში, დიდი ალბათობით, არგენტინელების მეტოქე მექსიკისა და ეკვადორის შეხვედრაში გაირკვევა.