მესი, ბუსკეტსი და გიგანტური ტორტი ფლორიდაში
ლეო მესი და ინტერ მაიამის მოთამაშეები, 2023 წლის სეზონის დასრულებას დიდი წვეულებით აღნიშნავენ. გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ კლუბის შემადგენლობა გიგანტური, თემატური ტორტის გარშემოა შეკრებილი.
ფლორიდაში დაფუძნებულმა გუნდა MLS-ის პლეი-ოფში ადგილი ვერ მიიღო, თუმცა, მათ ისტორიული შედეგი დააფიქსირეს, ლეგენდარული არგენტინელის კლუბში გადასვლიდან 2 კვირაში მათ აშშ-ის ლიგის თასი მოიგეს და სეზონი ტრიუმფალურად შეიძლება ჩაითვალოს.
სეზონის დასრულების შემდეგ ინტერ მაიამის ჩინეთში ტური უნდა მოეწყო და 2 შეხვედრა გაემართა, თუმცა აზიის ტური გაუქმდა. სამაგიეროდ, პარასკევს "ინტერ მაიამი" "ნიუ-იორკ სიტის" დაუპირისპირდება და ლეო მესი თავისი მერვე ოქროს ბურთის წარდგენას ამ შეხვედრაში აპირებს. სავარაუდოა, რომ ფლორიდელები 2024 წლამდე კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას "ნიუელს ოლდ ბოისთან" ჩაატარებენ.