Belive

2000 წლიდან ყველაზე მეტი საერთაშორისო გოლის მქონე ფეხბურთელების TOP 10

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

ზოგიერთი მოთამაშისთვის საერთაშორისო ფეხბურთი კარიერის მწვერვალია. ბოლოს და ბოლოს, ეროვნული ნაკრების მაისურის მხოლოდ ერთხელ ჩაცმაც კი, მრავალი ფეხბურთლისთვის შეიძლება ყველაზე საამაყო მომენტი იყოს მთელი კარიერის მანძილზე.

მიუხედავად იმისა, რომ მბაპე ჯერ კიდევ მხოლოდ 24 წლისაა, ის ახლა მესამეა საფრანგეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში 46 გოლით. "პსჟ"-ს ვარსკვლავი მხოლოდ ხუთი გოლით ჩამორჩება ტიერი ანრის და ცხრა გოლით ოლივიე ჟირუს. თუმცა, მბაპე ვერ მოხვდა იმ მოთამაშეთა სიაში, რომლებსაც 2000 წლის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი.

გთავაზობთ ჩვენს მიერ შედგენილ ფეხბურთელების იმ ათეულს, რომლებმაც 2000 წლიდან დღემდე, ეროვნული ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს.

10 - კარლოს რუისი (გვატემალა)

კარლოს რუისი გვატემალელი ფეხბურთელია, რომელიც ახლა 44 წლის არის და საფეხბურთო კარიერა 2016 წელს დაასრულა.

იგი ეროვნულ ნაკრებში 1998-2016 წლებში თამაშობდა, რა პერიოდშიც მან 133 მატჩი ჩაატარა. 2000 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, კარლოს რუისმა ეროვნულ ნაკრებში 66 გოლის გატანა შეძლო.

9 - ალი მაბხუტი (გაერთიანებული საამიროები)

ალი მაბხუტი გაერთიანებული საამიროების 33 წლის თავდამსხმელია, რომელიც "ალ ჯაზირას" რიგებს იცავს და ეროვნულ ნაკრებში 2009 წლიდან ასპარეზობს.

მან ეროვნულ ნაკრებში 89 მატჩში 67 გოლის გატანა შეძლო.

8 - ლუის სუარესი (ურუგვაი)

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, ლუის სუარესი, ახლა "გრემიოს" რიგებში თამაშობს. სუარესი ეროვნულ ნაკრებში 2007 წლიდან ასპარეზობს, სადაც მის ანგარიშზე 137 ჩატარებულ მატჩში 68 გატანილი გოლია.

7 - მიროსლავ კლოზე (გერმანია)

ლეგენდარული მიროსლავ კლოზე, რომელმაც კარიერა 2016 წელს დაასრულა, ახლა 45 წლის არის.

კლოზეს ბრწყინვალე კარიერის გარდა, მას დიდებული კარიერა ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში, სადაც 137 მატჩში 71 გოლის გატანა შეძლო.

6 - ნეიმარი (ბრაზილია)

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდი - ნეიმარი, ეროვნულ ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს, სადაც მან 128 ჩატარებულ მატჩში 79 გოლის გატანა შეძლო და პელეს რეკორდი დაამყარა, რითიც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

5 - რომელუ ლუკაკუ (ბელგია)

ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და "რომას" ფორვარდმა - რომელუ ლუკაკუმ, ეროვნულ ნაკრებში 113 მატჩი ჩაატარა, სადაც 80 გოლის გატანა შეძლო.

4 - რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)

პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" 35 წლის ფორვარდი - რობერტ ლევადოვსკი, პოლონეთის ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს, რა დროშიც მან 145 მატჩი ჩაატარა და 81 გოლის გატანა შეძლო.

3 - სუნილ ჩეტრი (ინდოეთი)

ალბათ ყველა ფეხბურთის მოყვარულს გაუკვირდება, ამ სიაში და თანაც მესამე ადგილზე, რომ ინდოელ - სუნილ ჩეტრის აღმოაჩენს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.

სუნილ ჩეტრი 39 წლის ინდოელი ფეხბურთელია, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 2005 წლიდან დღემდე თამაშობს, რა დროშიც მან 126 მატჩი ჩაატარა და 82 გოლის გატანა შეძლო.

2 - ლეო მესი (არგენტინა)

მეორე პოზიციას იკავებს - ლეო მესი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობს და მას 179 მატჩში 106 გატანილი გოლი აქვს.

1 - კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია)

XXI საუკუნეში, ეროვნულ ნაკრებში კრიშტიანუ რონალდუზე მეტი გოლი არცერთ ფეხბურთელს არ აქვს გატანილი.

კრიშტიანუ რონალდუ ეროვნულ ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს, რა დროშიც მას 205 მატჩი აქვს ჩატარებული და 128 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები