Belive

Goal.com-მა ოქროს ბურთის ნომინანტთა რეიტინგი განაახლა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Goal.com-მა ,,ოქროს ბურთის'' მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ვებგვერდის ვერსიით, ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი კვლავ მადრიდის ,,რეალის'' ბრაზილიელი შემტევი, ვინისიუს ჟუნიორია:

,,24 გოლი და 12 საგოლე გადაცემა 2023-2024 წლების სეზონში. მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი.

ტრავმის გამო ვინისიუსმა ისეთ მაღალ ტემპში ვერ დაიწყო, როგორც მისგან ელოდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ყველაფერი დალაგდა.

ბარსელონასთან ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში ჰეთ-თრიკი გაიფორმა და მოგებულ ლა ლიგაში თავი არაერთხელ გამოიჩინა. თუმცა, ალბათ, ყველაზე მეტად გამოსარჩევი ისაა, რომ ვინისიუსი ბაიერნთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ორივე მატჩში საუკეთესო იყო.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნეიმარის ტრავმის შემდეგ, ვინი კოპა ამერიკაზე ბრაზილიის ნაკრების მთავარი ფეხბურთელი იქნება, მისთვის 2024 წელი აუცილებლად დასამახსოვრებელი უნდა იყოს.''- წერს Goal.com

Goal.com-ის რჩეულთა შორის, ხუთეულში მოხვდნენ ჯუდ ბელინგემი, ტონი კროოსი, კილიან მბაპე და ფლორიან ვირცი. ნომინანტთა შორის ყველაზე მეტი 7 ფეხბურთელი ,,რეალიდანაა''.

,,ოქროს ბურთის'' 20 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. ვინისიუს ჟუნიორი

  2. ჯუდ ბელინგემი

  3. ტონი კროოსი

  4. კილიან მბაპე

  5. ფლორიან ვირცი

  6. ჰარი კეინი

  7. ფილ ფოდენი

  8. როდრი

  9. ჯამალ მუსიალა

  10. როდრიგო

  11. ანტონიო რუდიგერი

  12. ერლინგ ჰოლანდი

  13. დანი კარვახალი

  14. კევინ დე ბრუინე

  15. ლეო მესი

  16. ბერნარდუ სილვა

  17. ბუკაიო საკა

  18. ანტუან გრიზმანი

  19. ლაუტარო მარტინესი

  20. ლამინე იამალი

სხვა სტატიები