Belive

მეორე ადგილი ჩემპიონთა ლიგაზე - კვარაცხელაის მორიგი ფენომენალური შედეგი

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების სეზონის გათამაშება მანჩესტერ "სიტის" ტრიუმფით დასრულდა. მათ ფინალში "ინტერი" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

რამდენიმე წუთის წინ კი ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა, სოციალურ ქსელში სტატისტიკა გამოაქვეყნა - წლევანდელი სეზონის გამორჩეული დრიბლიორები, რომელშიც მეორე ადგილზე ხვიჩა კვარაცხელია გვევლინება.

პირველ ადგილზე ვინისიუს ჟუნიორი გავიდა, რომელმაც 2022/2023 წლების სეზონში 82 დრიბლინგი შეასრულა, მეორე ადგილზე ხვიჩა კვარაცხელიაა 63 დრიბლინგით, მესამე ადგილზე კი რაფა ლეაო, რომელმაც 61 დრიბლინგის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები