Belive

იბერიამ ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე გადაინაცვლა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი სლოვანსა და იბერიას შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.

ორმატჩიან დაპირისპირებაში სლოვაკებმა 3:1 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

რაც შეეხება იბერიას, ქართულმა გუნდმა ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე ჩრდილოეთ ირლანდიური ლარნე იქნება.

იბერიას მსგავსად, ლარნეც ჩემპიონთა ლიგიდან დაქვეითდა. მისი მეტოქე ცრვენა ზვეზდა იყო და 2 მატჩის ჯამში 0:9 დამარცხდა.

ლარნესა და იბერიას შორის პირველი შეხვედრა მომავალ ხუთშაბათს, 6 აგვისტოს, ჩრდილოეთ ირლანდიაშია ჩანიშნული.