Goal: "მანჩესტერი მზად არის იანვარში კაზემირო, ვარანი და სანჩო გაუშვას..."
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული გამოცემა "Goal.com"-ი, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
კერძოდ კი საქმე "მანჩესტერ იუნაიტედს" შეეხება. ბრიტანული სპორტული გამოცემის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" მზად არიან, რომ იანვარში კლუბიდან არასასურველი ვარსკვლავები: კაზემირო, რაფაელ ვარანი და ჯეიდონ სანჩო გაუშვან.
Goal-ის ცნობით, წითელი ეშმაკები მზად არიან მოისმინონ შეთავაზებები გამოცდილი დუეტ ვარანისა და კაზემიროს, ასევე ჯეიდონ სანჩოს შესახებ. სანჩო კლუბიდან გააძევეს ერიკ ტენ ჰაგთან შელაპარაკების შემდეგ, ვარანმა კი სასტარტო თერთმეტეულში ადგილი დაკარგა.
ტენ ჰაგს ასევე სურს , რომ კლუბი დატოვოს კაზემირომაც, ამის მიზეზი კი ის არის, რომ კაზემირომ გასახდელში მოთამაშეებთან ცუდად ისაუბრა, ამ ფაქტის შემდეგ კი, ერიკ ტენ ჰაგს ბრაზილიელ ნახევარმცველზე იმედები გაუცრუვდა.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტენ ჰაგს სურდა კლუბიდან სკოტ მაკტომინეი და ჰარი მაგუაიერი გაეშვა, თუმცა ახლა ბედნიერია, რომ ისინი კლუბში კარგი შედეგებით დაბრუნდნენ და იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მათი კლუბიდან გაშვება გამორიცხულია. საინტერესოა შემოუბრუნდება თუ არა კაზემიროზე, სანჩოზე და ვარანზე იგივე აზრი.
"მანჩესტერ იუნაიტედი" გუნდში ახალ ტრანსფერებს მხოლოდ მას შემდეგ შეეცდება, როცა ისინი ახლანდელი ფეხბურთელების გაყიდვას განახორციელებენ. "დორტმუნდსა" და "იუვენტუსს" ჯეიდონ სანჩოს დამატება სურთ, ვარანმა კი "მიუნხენის ბაიერნისა" და საუდის არაბეთის კლუბების წინადადებების განხილვა დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკები" მიმდინარე სეზონში არასტაბილურად გამოიყურებიან. ისინი პრემიერ ლიგაში განვლილი 15 ტურის შემდეგ, მე-6 პოზიციას 27 ქულით იკავებენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე კი ბოლო ტურში, მხოლოდ "მიუნხენის ბაიერნის" დამარცხება სჭირდებათ იმისათვის, რომ პლეი-ოფის საგზური მოიპოვონ.