Belive

მეისონ გრინვუდით ლა ლიგის კლუბები ინტერესდებიან - იუნაიტედში დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

The Sun-ის ცნობით, "ვალენსია" და "სოსიედადი" ამჟამად 22 წლის მეისონ გრინვუდს აკვირდებიან და ზაფხულში მის შეძენას შეეცდებიან. გრინვუდის საიჯარო ხელშეკრულებას დრო სეზონის ბოლოს ეწურება, "ხეტაფეში" დარჩენა ან "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.

გრინვუდი "ხეტაფეში" ამ ზაფხულს გადავიდა და ფორმაშიც შევიდა - 11 შეხვედრაში ოთხი გოლი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გოლი ბოლო ტურის შეხვედრაში, "ალმერიასთან" საჯარიმოს გარედან მარცხენათი გაისროლა და "ხეტაფეს" ანგარიშით (2-1) მოაგებინა. ამ გოლით მან გულშემატკივრებს "მანჩესტერის" გრინვუდი გაახსენა, რომელსაც გამორჩეული ცაცია და ძლიერი დარტყმა ჰქონდა.

"იუნაიტედში" მეისონის კარიერის გაგრძელების დიდი შანსი არაა, რადგან ნიჭიერი ფეხბურთელი სკანდალებისა და ექვსთვიანი გამოძიების დასრულების შემდეგ თავად გუნდმა გაანათხოვრა. სამაგიეროდ, არის შანსი, რომ გრინვუდი პრემიერლიგის უმაღლესი დონის რამდენიმე კლუბის სამიზნე გახდეს, თუ ის იმ სპორტულ ფორმას შეინარჩუნებს, რომელშიც ამ მომენტში იმყოფება.

სხვა სტატიები