Belive

ფერან ტორესი: "ლა ლიგა ხუთშაბათსვე უნდა მოვიგოთ, ეს უმნიშვნელოვანესია"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხუთშაბათს, 15 მაისს, "ბარსელონა" სტუმრად ესპანიოლს დაუპირისპირდება - მოგების შემთხვევაში, კატალონიური გრანდი ესპანეთის ჩემპიონობასა და სეზონში მე-3 ტიტულს გაინაღდებს.

ამ ფაქტის შესახებ, 'ელ კლასიკოს' ერთ-ერთმა გმირმა - ფერან ტორესმა ისაუბრა.

"ელ კლასიკოს მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე დასანანი მარცხი განვიცადეთ და ფინალში გასვლა ვერ შევძელით.

თუმცა ამით არაფერი დასრულებულა, საქმე ბოლომდე გვაქვს მისაყვანი და კატალონიურ დერბიში გვსურს, რომ გავიმარჯვოთ, რადგან ჩვენი ჩემპიონობა 1 ტურით არ გადაიდოს.

ამიტომ ჩვენ ხუთშაბათსვე უნდა გავხდეთ ჩემპიონები, ეს ჩვენთვის ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი იქნება" - ფერან ტორესი

ფერან ტორესს ბრწყინვალე სეზონი აქვს, მან მიმდინარე სეზონში 45-ჯერ ითამაშა, სადაც 19 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის დაგროვება შეძლო.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ესპანიოლის" დამარცხების შემთხვევაში, "ბარსელონა" ლა ლიგის ჩემპიონობას ოფიციალურად იზეიმებს.

სხვა სტატიები