მუნუერა მონტერო: "ბელინგემის მომენტის შემდეგ, ჩემს ოჯახზე წარმოუდგენელი ზეწოლაა"
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხოსე ლუის მუნუერა მონტერო, რომელმაც ,,რეალისა'' და ,,ოსასუნას'' მატჩში მოედნიდან ჯუდ ბელინგემი გააძევა, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ ბელინგემის გაძევების შემდეგ, მისი ოჯახის მიმართ წარმოუდგენელი ზეწოლაა დაწყებული.
“ჯუდ ბელინგემის გაძევების შემდეგ სულ სახლში ვარ გამომწყვდეული. ჩემს ცხრა და-ძმას და 80 წლის მამას ავიწროებენ. ეს ყველაფერი უკონტროლო და ძალინ რთულია. ჩემი ყველა ოჯახის წევრი ძალიან დასტრესილია, არ წყდება მუქარა და სიტუაცია დღითიდღე უკონტროლო ხდება.
დამეხმარეთ ამის გადატანაში, მარტო ამ ყველაფერს ვერ გავუმკლავდები..."
- მუნუერა მონტერო
პარალელურად კი ცნობილი გახდა, რომ ხოსე ლუის მუნუერა მონტერო. ლა ლიგის 25-ე ტურში არ იმსაჯებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია უკვე მუშაობს იმ საკითხზე, რომ მუნუერა მონტეროსა და მისი ოჯახისთვის, პირადი დაცვა დანიშნოს.
რაც შეეხება უშუალოდ ბელინგემს, სადისციპლინო კომიტეტი ინციდენტს განიხილავს. ინგლისელს დისკვალიფიკაციის გამო, შესაძლოა, რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწიოს.