Belive

მბაპემ ლა ლიგის ყველა გუნდს გაუტანა

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალის მოახლოებასთან ერთად, საფეხბურთო სამყაროში დებატები პიკს აღწევს. ფავორიტთა შორის, ბოლო დღეების განმავლობაში (L'Équipe, Diario AS) 5 მთავარი კანდიდატი გამოკვეთეს: კილიან მბაპე, ლამინე იამალი, მესი, ჰარი კეინი და დემბელე.

ბოლო ცნობებით, ბრძოლაში დაწინაურებას ლამინე იამალი ახერხებს, რაშიც ლომის წილი ბარსელონას მიერ ახალგაზრდა ვარსკვლავის მხარდასაჭერად აგორებულმა ძლიერმა PR-კამპანიამ შეიტანა. ამ ფონზე, მბაპეს შანსები შედარებით დაბალი ჩანს, რისი უმთავრესი მიზეზიც გასულ სეზონში რეალის უტიტულოდ დარჩენაა.

2025/26 წლების სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, მბაპეს ანგარიშზე 81 საგოლე მოქმედებაა - 66 გოლი და 15 საგოლე გადაცემა. ეს შთამბეჭდავი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფრანგის ბომბარდირულ ინსტიქტებს. ახალ ჩემპიონატთან, ახალ გარემოსთან და მიმდინარე სეზონში უკვე ახალ მთავარ მწვრთნელთან ადაპტაციის მიუხედავად, მბაპე გოლების გატანას ჩვეულ ტემპში აგრძელებს.

ყველაზე შთამბეჭდავი დეტალი ის გახლავთ, რომ მბაპეს გოლი გატანილი აქვს ლა ლიგის აბსოლუტურად ყველა იმ გუნდის კარში, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია. ბოლო 2 სეზონისა და ამ სეზონის საწყისი ტურების ჩათვლით, ასეთი გუნდი 23-ია და მბაპემ უგოლოდ არცერთი გაუშვა.

სხვა სტატიები