Belive

რაფაელ ნადალი რეალის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩოგბურთის ლეგენდარულმა ვარსკვლავმა და კარიერის დასრულების შემდეგ, ახალ საფეხურზე გადასულმა რაფაელ ნადალმა, რეალ მადრიდის დირექტორთა საბჭოში ადგილი ოფიციალურად დაიკავა - მისი დანიშვნა კლუბის საერთო კრებაზე დამტკიცდა. ნადალი, „დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონი, 2011 წლიდან კლუბის საპატიო წევრია და რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს.

მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს. როდესაც საპატიო წევრად დამასახელეთ, ეს განსაკუთრებული მომენტი იყო, დღევანდელი დღე კი კიდევ ერთი ნაბიჯია წინ.

ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. რეალ მადრიდი თაობიდან თაობას გადაეცემა - ეს ისეთია, რაც ადამიანებს აერთიანებს. ახლა კი, როცა ასეთი შანსი მომეცა, ეს უდიდესი შესაძლებლობაა. - განაცხადა ნადალმა

2023 წელს ნადალმა თქვა, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, რეალ მადრიდის პრეზიდენტობა სურდეს, თუმცა დასძინა, რომ არ იცოდა, ჰქონდა თუ არა ამ პოსტისთვის საჭირო კვალიფიკაცია. წელს, კლუბის არჩევნების წინ, ნადალი გაემიჯნა გავრცელებულ ცნობებს, თითქოს კანდიდატად აპირებდა კენჭისყრას. ივნისის არჩევნებში გამარჯვება ფლორენტინო პერესმა მოიპოვა - მან ენრიკე რიკელმე დაამარცხა.