Belive

მბაპე პირველი არ არის - ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფინანსური პორტალის - Capology-ს მონაცემებით, ლა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ,,ბარსელონას'' ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგია. ნიდერლანდელის წლიური ხელფასი 37.5 მილიონი ევროა.

მეორე ადგილს ასევე კატალონიური გუნდის თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი იკავებს (33.3 მილიონი ევრო).

მესამე პოზიციაზეა მადრიდის ,,რეალის'' ახალწვეული კილიან მბაპე, რომლის ანაზღაურება (ბონუსების გარეშე) 31.3 მილიონი ევროა.

Top ათეულში ყველაზე მეტი, 6 ფეხბურთელი ,,სამეფო კლუბიდანაა'', 3 - ,,ბარსელონადან'', 1 კი - ,,ატლეტიკოდან''.

Capology-ს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ,,ვალენსიას'' ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის წლიური ხელფასი 1.5 მილიონი ევროა, რითაც საკუთარ გუნდში 7 ფეხბურთელს ჩამორჩება.

Top 10 - ლა ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები:

  1. ფრენკი დე იონგი - 37,5 მილიონი ევრო

  2. რობერტ ლევანდოვსკი - 33,3 მილიონი ევრო

  3. კილიან მბაპე - 31.3 მილიონი ევრო

  4. დავიდ ალაბა - 22.5 მილიონი ევრო

  5. იან ობლაკი - 20.8 მილიონი ევრო

  6. ჯუდ ბელინგემი - 20.8 მილიონი ევრო

  7. ვინისიუს ჟუნიორი - 20.8 მილიონი ევრო

  8. ილქაი გიუნდოგანი - 18.8 მილიონი ევრო

  9. ფედერიკო ვალვერდე - 16.7 მილიონი ევრო

  10. ტიბო კურტუა - 15 მილიონი ევრო

სხვა სტატიები