Belive

ვილიარეალის მორიგი მარცხი - რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ?!

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვილოარეალი ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში, დეპორტივოს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 2:3 დამარცხდა.

გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანი 62-ე წუთზე შევიდა. აქტიურობის მიუხედავად, ქართველმა შემტევმა ვილიარეალი მარცხისგან ვერ იხსნა.

გიორგი მიქაუტაძემ 2 დარტყმა განახორციელა, ფინალურ მესამედში 13 ზუსტი პასი შეასრულა და სამიდან 3 დუელი მოიგო.

გიორგი მიქაუტაძის თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს:

  • Flashscore: 6.7

  • Sofascore: 6.7

  • Whoscored: 6.1

ვილიარეალს ლა ლიგის 4 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს (2ფრე, 2 წაგება) და მე-16 ადგილზე იმყოფება.