ვილიარეალი მიქაუტაძეს კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა
გიორგი მიქაუტაძისა და ლიონის გზები უდიდესი ალბათობით გაიყოფა - ფრანგული და ესპანური მედია საშუალებების მტკიცებით, ვილიარეალი და ქართველი შემტევი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, ლიონი იძულებულია, რომ მორიგ ვარსკვლავს შეელიოს, რათა მძიმე ფინანსური მდგომარეობა გამოისწოროს. სპორტული ტაბლოიდები აღნიშნავენ, რომ ფრანგულ კლუბს დაახლოებით 40 მილიონი ევროს მობილიზება ესაჭიროება და იძულებულია მიქაუტაძე გაყიდოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უდიდესი ალბათობით ლიონი და ვილიარეალი უახლოეს საათებში მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმდებიან. პრესაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვილიარეალი ქართველი ვარსკვლავის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდის, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი დაემატება - მიქაუტაძე კი ლა ლიგის ბინადარ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
🇬🇪 Georges Mikautadze à UN PAS de Villarreal !
— Sacha Tavolieri (@sachatavolieri) August 29, 2025
💰Accord de principe entre le club espagnol et l’Olympique Lyonnais autour de €25M + €5M en bonus.
🗣️ Un accord total attendu ce soir.
✍🏼 5 ans de contrat.
🔏 Exclusivité du 27 août sur le point d’être confirmé. #mercato #OL pic.twitter.com/ljV4J3RJtM
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში, ლიონის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში, 17 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.