Belive

მაურიციო სარი: "ნაპოლის ჩემპიონობა გამიხარდება"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრაში "სასუოლოსთან", საშინაო კედლებში - 2:0 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ყოფილი კლუბის, "ნაპოლის" პოტენციური ჩემპიონობის შესახებ ისაუბრა.

"მოხარული ვარ, რომ "ნაპოლი" სკუდეტოს მოიგებს, ბავშვობაში სწორედ ამ გუნდს ვგულშემატკივრობდი. სიამოვნებას მანიჭებს, რომ ისინი იგებენ. გასაგებია, რომ ვისურვებდი იქ მოხვედრას. შესაძლოა "ლაციოსთან" ერთად მოვიგო? ამას დიდი ხანი დასჭირდება და ვნახოთ, გავაგრძელებ თუ არა აქ მუშაობას", - თქვა სარიმ.

მაურიციო სარი 2015-18 წლებში სწორედ "ნაპოლის" ხელმძღვანელობდა და სამხრეთელებთან ერთად სერია A-ში ორჯერ მეორე, ერთხელ კი მესამე ადგილი დაიკავა.

იმისთვის, რომ “ნაპოლი” ჩემპიონი გახდეს, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს იტალიის ჩემპიონატში დარჩენილ 6 ტურში კიდევ 1 ქულის მოპოვება სჭირდება. უახლოესი მატჩი "ნაპოლის" "უდინეზესთან" სტუმრად 4 მაისს აქვს ჩასატარებელი - ეს დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები