ოსიმენი: "ბრალდებები ტყუილია - ნეაპოლელი ხალხი ჩემი ოჯახის და ცხოვრების ნაწილია"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ნეაპოლელი ხალხის მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
"2020 წელს ქალაქ ნეაპოლში ჩამოსვლა ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ნეაპოლელებმა ჩემი მისამართით, უდიდესი სიყვარული და სიკეთე გამოიჩინეს და ჩვენ შორის ჩადგომის უფლებას არავის მივცემ.
ნეაპოლელი ხალხის ვნება ჩემს ცეცხლს აღვივებს, რათა ყოველთვის გულითა და სულით ვითამაშო. გუნდის ლოგოსადმი სიყვარული ურყევია, რომელსაც მე სიამაყით ვატარებ.
ნეაპოლელი ხალხის მიმართ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც ნეაპოლიტანელები არიან და ჩემი ოჯახის და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდნენ. მადლობელი ვარ ნიგერიელებისა და ყველა იმ ადამიანის, რომლებიც მხარში მიდგანან და მამხნევებენ. დიდი მადლობა, სამუდამოდ მადლობელი ვიქნები.
მოდით გავაგრძელოთ ერთიანობის, პატივისცემისა და ურთიერთგაგების გავრცელება. FORZA NAPOLI SEMPRE", - თქვა ნიგერიელმა თავდამსხმელმა.
24 წლის ფეხბურთელმა მიუხედავად გუნდის მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიასგან მცირე სათამაშო დროის მიღებისა, ყველა ტურნირზე 8 მატჩში 5 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.