Belive

ოფიციალურად: დი ლორენცო ნაპოლიში რჩება

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" მცველმა და გუნდის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ის ნეაპოლურ კლუბში რჩება. ფეხბურთელს თავის ამჟამინდელ გუნდთან 4 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

ძვირფასო ნაპოლის გულშემატკივრებო, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენი სიყვარული ცოტა აირია, როგორც ეს პინო დანიელეს ერთ-ერთ შესანიშნავ სიმღერაშია (scumbinato). ყველაზე ლამაზ და ინტენსიურ ისტორიებშიც კი შეიძლება იყოს კრიზისული მომენტები.

ყველა, ვისთვისაც ნაპოლი ძვირფასია აღიარებს, რომ ძალიან რთული 12 თვე გვქონდა. ჩემს კარიერაში ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო. სკუდეტოს მოგების წარუშლელი სიხარულიდან გადასვლა იმ სეზონის მწუხარებამდე, რომელშიც ვერაფერს მივაღწიეთ, რთული გადასალახი იყო. ვგრძნობდი თქვენს იმედგაცრუებას, მაგრამ მე და ჩემმა თანაგუნდელებმა წლის მიმდინარეობა ვერ შევცვალეთ.

ვაღიარებ, წასვლის იდეით ვთამაშობდი.
ვგრძნობდი თქვენს უკმაყოფილებას ჩემს მიმართ და როგორც პრეზიდენტმა თქვა მას შემდეგ რაც მოედანზე განვიცადეთ კლუბისგან მიტოვებულად ვიგრძენი თავი. ეს ყველაფერი გასაგები იყო: თქვენი გაბრაზება, კლუბის იმედგაცრუება, ჩემი დაბნეულობა.

ჩემი ურთიერთობა ჩემს აგენტთან მარიო ჯუფრედისთან პროფესიულ სფეროს სცდება. მან იგრძნო ჩემი დისკომფორტი და გააკეთა თავისი საქმე, ცდილობდა ჩემს დაცვას და მოქმედებდა ჩემი ინტერესების შესაბამისად. მასზე ბედნიერი არავინ იყო, როდესაც "ნაპოლიში" დარჩენა გადავწყვიტე.

ეს საშინელი სეზონი ახლა გავიდა. მე მოვისმინე პრეზიდენტ დე ლაურენტისისა და ანტონიო კონტეს ნათქვამი. მე ვესაუბრე ორივე მათგანს ბოლო ორი დღის განმავლობაში უსარგებლო პრეტენზიებისა და ცარიელი დაპირებების გარეშე. მესიჯი, რომელიც შემიძლია გადმოგცეთ, ძალიან მარტივია: ვერ ვითმენ სეზონის დაწყებას. ვგრძნობ თითქოს ერთ-ერთი თქვენგანი ვარ.

შეიძლება იყოს სხვა რთული მომენტებიც, მაგრამ მე არასდროს დავნებდები. ის რაც ქალაქმა, გულშემატკივრებმა, კლუბმა და პრეზიდენტ დე ლაურენტისმა გააკეთეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არასდროს დამავიწყდება. იმ გუნდის კაპიტნობა, როდესაც "ნაპოლისთვის" მესამე სკუდეტო მოვიგეთ, პირველად დიეგო მარადონას გარეშე, არა მხოლოდ პატივია, არამედ პასუხისმგებლობაცაა. გუნდს გაუსაძლისი სეზონის შემდეგ, რომლის მაისურიც მეცვა ასე ვერ დავტოვებდი.

ყველაფრით იმედგაცრუებული ვარ რაც მოხდა, მაგრამ ნება მომეცით გავიმეორო, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ახლა, ჩემს წინ, ვხედავ მხოლოდ სიამაყეს, რომ შემიძლია ისევ მეცვას ეს მაისური, რომელიც მიყვარს, სამკლაური, სურვილი, რომლითაც ვაჩვენებ იტალიას ნაპოლის ნამდვილ ძალას და გავაცოცხლო 2023 წლის ის ამაღელვებელი ემოციები.

ჩვენი ქალაქი იმსახურებს კვლავ იგრძნოს ეს სიხარული. გვაქვს სამუშაო და გარწმუნებთ, როგორც ჩვენმა მწვრთნელმა თქვა, ამას გაბრაზებული სახით გავაკეთებთ. დროა, რომ თავები მაღლა ავწიოთ, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ჯერ Castel Di Sangro-ზე შევხვდებით, შემდეგ კი რა თქმა უნდა, მარადონაზე.

Როგორც ყოველთვის მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას.
- ჯოვანი დი ლორენცო - "ნაპოლის" კაპიტანი

ჯოვან დი ლორენცო "ნაპოლის" რიგებში 2019 წლიდან ირიცხება, მან ნეაპოლური გუნდის მაისური 231-ჯერ მოირგო, გაიტანა 15 გოლი და გააკეთა 36 საგოლე გადაცემა. იტალიელ მცველს "ნაპოლისთან" ერთად 2019/20 წლებში იტალიის თასი აქვს მოგებული, ხოლო 2022/23 წლებში სერია A-ს გამარჯვებაც იზეიმა.

სხვა სტატიები