Belive

მაცარი კვარაცხელიაზე: ,,ნათანი მას შეტევაში ვერ ეხმარება''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბრაგასთან'' მატჩის წინ, ,,ნაპოლის'' მთავარ მწვრთნელს, ვალტერ მაცარის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს:

,,კვარას ბოლო დროს იმიტომ უჭირს, რომ ფლანგის მცველები გვაკლია, ნათანი მას ხანდახან შეტევაში ვერ ეხმარება. ამავდროულად, ის ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ნორმალურია, რომ მცირე დაბნეულობა იჩენს თავს.

თუმცა, ვიცით, რომ ხვიჩა ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და მალე დაბრუნდება! შემდეგ ეტაპზე გასასვლელად თავი, გული, ფეხები და დიდი ყურადღება გვჭირდება!'' - ვალტერ მაცარი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ,,ნაპოლი'' ,,ბრაგას'' უმასპინძლებს, მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

5 ტურის შემდეგ, მაცარის გუნდს 7 ქულა აქვს და ჯგუფის მე-2 პოზიციაზეა, ,,ბრაგა'' კი 4 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები