Belive

L'Equipe: "პსჟ-სა და კვარას მოლაპარაკებები ბოლოსკენ მიდის"

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

უსმან დემბელესთან (2030 წლამდე) და ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტზე მიმდინარე აქტიური მოლაპარაკებების პარალელურად, პარიზულმა გრანდმა გადამწყვეტი ნაბიჯი დეზირე დუეს მიმართულებითაც გადადგა - 21 წლის ფრანგ გარემარბს, კლუბმა კონტრაქტის 2031 ან 2032 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზა.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობა სტრატეგიის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც არსებული ბირთვის ხანგრძლივი ვადით დაზღვევას გულისხმობს. თითქმის გადაწყვეტილია დემბელეს ახალი შეთანხმება. პარალელურად, პარიზელები კვარაცხელიასთანაც მოლაპარაკებების დასკვნით ფაზაში არიან, დუესთვის გაგზავნილი წინადადება კი ადასტურებს, რომ კლუბი ახალგაზრდა ვარსკვლავებს პროექტის ფუნდამენტურ ნაწილად მიიჩნევს.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ნაკრების შემტევს მოქმედი ხელშეკრულება 2029 წლის ივნისამდე აკავშირებს, პარიზელებს წინსვლა ახლავე სურთ. კლუბში შიდა საუბრებში ჟოანო ნევეშის მაგალითი მოჰყავთ, რომელსაც პსჟ-ს რიგებში გატარებული სულ რაღაც ერთი სეზონის შემდეგ გაუხანგრძლივეს კონტრაქტი.

სამივე ფეხბურთელთან დაკავშირებით, ახალი შეთანხმება, ხელფასის „მნიშვნელოვან ზრდას“ ითვალისწინებს.

სხვა სტატიები