ვინ რა ღირს?! | კვარას სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონით გაიზარდა
ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ, 2025/2026 წლების ევროპული ფეხბურთის სეზონი ოფიციალურად დასრულდა, შესაბამისად ცნობილმა საიტმა "Transfermarkt'-მა სატრანსფერო ღირებულებები განაახლა.
დავიწყოთ იმით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონით გაიზარდა და 90 მილიონიდან 140 მილიონი ევრო გახდა.
გარდა ხვიჩა კვარაცხელიასი, პსჟ-ს ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებებმაც მოიმატა, კერძოდ:
ზაირ ემერი - 60 მილიონიდან გახდა 80 მილიონი
ჟოაო ნევეში - 110 მილიონიდან გახდა 140 მილიონი
დეზირე დუე - 90 მილიონიდან გახდა 120 მილიონი
ვიტინია - 110 მილიონიდან გახდა 140 მილიონი.
პსჟ-ს ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები
განახლებული მონაცემების თანახმად, 'Transfermarkt'-ზე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები (200 მილიონი) ლამინე იამალი, ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე არიან.
შემდეგ 150 მილიონით ფასდებიან პედრი, ოლისე და ვინისიუსი, ხოლო 140 მილიონით მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მეათე პოზიციას იყოფენ - ხვიჩა კვარაცხელია, ჟოაო ნევეში, ჯუდ ბელინგემი და ვიტინია.