მატჩის საუკეთესო - ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება იუვენტუსის წინააღმდეგ
სერია ა-ს მე-18 ტურში ლიდერების დაპირისპირება შედგა. პირველადგილოსანმა "ნაპოლიმ, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე, მეორეადგილოსან "იუვენტუსს" უმასპინძლა და სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (5:1).
საოცარი მატჩი ჰქონდა ქართველ შემტევს - ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც "იუვენტუსის" წინააღმდეგ თავი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "ნაპოლის" პირველ გოლში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა. ხვიჩამ მაკრატელა დაარტყა, რომელიც პოლონელმა მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე კი ოსიმენმა ანგარიში გახსნა.
მატჩის 39-წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა და ნაპოლი 2:0 დაწინაურდა.
მატჩის 55-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლს + საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, თუმცა ერთ საგოლე გადაცემაზე არ შეჩერდა და მატჩის 63-ე წუთზე მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა, რომელიც ვიქტორ ოსიმენის გოლით დასრულდა.
Sofascore-ზე დაყრდნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ 9.1 ქულა დაიმსახურა, რაც მოედანზე საუკეთესო შედეგი იყო. Whoscored-ის ვერსიით კი, ქართველი შემტევის მატჩი 9.8 ქულით შეფასდა.
ამ გამარჯვებით "ნაპოლიმ" 47 ქულა დააგროვა და 18 ტურის შემდეგ სერია ა-ს ლიდერია, ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი 7 გატანილი გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.