Belive

სანდრო ტონალის საქმეზე ნიუკასლი მილანს სარჩელით ემუქრება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გახმაურებულ და სკანდალურ საქმეზე, რომელიც იტალიელი ფეხბურთელების მხრიდან არალეგალური ფსონების განთავსებას ეხება, "ნიუკასლი" "მილანისთვის" ჩივილს აპირებს.

კონკრეტულად საქმე ისაა, რომ რამდენიმე იტალიელი ფეხბურთელიდან ერთ-ერთი სანდრო ტონალია, რომელსაც 10-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, როგორც კი 23 წლის იტალიელი ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია ძალაში შევა, "კაჭკაჭების" ხელმძღვანელობა "მილანის" წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, კერძოდ, ინგლისელები იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც ტონალის ტრანსფერით გუნდს მიადგა. საქმე შესაძლოა რამდენიმე მილიონ ევროს ეხებოდეს.

ამავე დროს, "ნიუკასლი" ტონალისთვის ხელფასის გადახდას არ აპირებს, რომელიც ყოველწლიურად 8 მილიონ ევროს ითვალისწინებს.

ტონალი "ნიუკასლში" 2023 წლის ზაფხულში გადაბარგდა და მას შემდეგ, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები