მასკერანომ მესი დაასვენა, წააგო და ბოდიშს იხდის
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ინტერ მაიამიმ" MLS-ის 2025 წლის სეზონში პირველი მარცხი განიცადა, გუნდი "ჩეის სტეიდიუმზე" "დალასთან" 3:4 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მასკერანოს გუნდი 65-ე წუთამდე 3:1-ს იგებდა, ამიტომ თამაშის ხასიათის ასეთ უცაბედ ცვლილებაზე პასუხისმგებლობა მწვრთნელმა აიღო.
დალასთან მატჩი ლეო მესიმ, ლუის სუარესმა, სერხიო ბუსკეტსმა და ხორდი ალბამ გამოტოვეს. ყოფილი კატალონიური ოთხეულის არყოფნას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს - მწვრთნელმა მათი დასვენება დაგადაწყვიტა, რადგან შუა კვირაში, კონკაფის თასზე, "ვანკუვერთან" უნდა ითამაშონ, ინტერ მაიამის პირველი მატჩი 2:0 აქვს წაგებული.
65 წუთის განმავლობაში ძალიან კარგი თამაში გვქონდა და 2 ბურთით წინ ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, მატჩის წაკითხვისას შეცდომა დავუშვი და საბოლოოდ, ფეხბურთელებს ვერ დავეხმარე. რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მივიღე.
ახლა ვანკუვერთან თამაშზე ვფიქრობთ. სწრაფი გოლი დაგვეხმარება და რწმენას მოგვცემს - დიდ ბრძოლას ვაპირებთ. - განაცხადა ხავიერ მასკერანომ
MLS-ში ჩატარებული 9 თამაშის შემდეგ, ინტერ მაიამის 18 ქულა აქვს და ამ შედეგით აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილს იკავებს. ლეო მესის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.