Belive

მესიმ ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ცოტა ირბინა

20 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ლიონელ მესი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის 6 გატანილი გოლით (კილიან მბაპესთან ერთად) ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ის ახლოსაა 'ოქროს ბუცის' მოგებასთან, რაც მას მუნდიალზე არასდროს გაუკეთებია.

მესიმ გოლები ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში გაიტანა (ალჟირთან-3, ავსტრიასთან -2, იორდანიასთან-1). ეს სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავია (ცოტა უცნაურიც), როდესაც უფრო დეტალურად გადავხედავთ Opta-ს მონაცემებს.

მინდვრის (გარე) 618 მოთამაშიდან, რომლებმაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე 90 წუთი ან მეტი ითამაშეს, არცერთ მოთამაშეს არ დაუფარავს უფრო ნაკლები მანძილი, ვიდრე მესიმ... და მაინც, არავის გაუტანია მასზე მეტი გოლი.

მესის შედეგი, საშუალოდ, 90 წუთში დაფარული 8.1 კილომეტრია, რაც ნებისმიერ სხვა მოთამაშესთან შედარებით, ყველაზე უარესი მაჩვენებელია.

სხვა სტატიები