Belive

ითამაშებს ბარსელონას ყოფილი ტრიო ამერიკის ALL STAR-ში?

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

23 ივლისს, ამერიკაში, ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ MLS-ის ALL STAR-ის თამაში 1996 წლიდან ტარდება, ფორმატი და მოწინააღმდეგეები წლების განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა. 2021 წლიდან, ლიგა MX (მექსიკის ჩემპიონატი) MLS-ის რეგულარული მეტოქე გახდა, სადაც ორივე ჩემპიონატს საკუთარი საუკეთესოები გამოჰყავს.

საქმე ისაა, რომ ორშაბათს, MLS-ის ყველა ვარსკვლავის პირველ ვარჯიშზე სამი მთავარი სახელი არ იყო: ლიონელ მესი, ხორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსი. მატჩი ოთხშაბათს, ოსტინში, Q2 სტადიონზე, Liga MX-ის ყველა ვარსკვლავის წინააღმდეგ გაიმართება, მაგრამ გაურკვევლობა რჩება, გავა თუ არა მოედანზე ინტერ მაიამის სამი ვარსკვლავი - განსაკუთრებით მესი, რადგან ის ბოლო თვეა ზედმეტ დატვირთვას იღებს.

MLS-ის ყველა ვარსკვლავის მწვრთნელი, ნიკოლას ესტევესი, ვერ ადასტურებს, რომ მესი მის განკარგულებაში იქნება.

ეს კითხვა ინტერ მაიამის უფრო ეკუთვნის, ვიდრე მე. უბრალოდ გუნდს ვავარჯიშებ და ვიყენებ იმ მოთამაშეებს, რომლებიც მომცეს. იმედი მაქვს, რომ მესი მეყოლება - ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. - აცხადებს ნიკოლას ესტევესი

აღსანიშნავია, რომ რეგულარული ჩემპიონატი, ყველა ვარსკვლავის მატჩიდან 2 დღეში განახლდება, ჯერ კიდევ არ არის ნათელი, რამდენ წუთს მიიღებს მესი (ან მიიღებს თუ არა საერთოდ), განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხავიერ მასკერანომ მაიამის ვარსკვლავს დასვენება შესთავაზა.

ორივე გუნდის განაცხადი

სხვა სტატიები