Belive

"ყოველთვის ლიონის გვერდით ვიქნები" | მიქაუტაძის მხარდაჭერა ყოფილ კლუბს

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, თავის ყოფილ კლუბს, ლიონს, მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, თანამდებობა დატოვა.

ქართველმა ფორვარდმა ფრანგული გუნდისა და მისი მომავლის მიმართ რწმენა დადებითი სიტყვებით გამოხატა.

„მე მჯერა, რომ ლიონის ოლიმპიკი ვითარებიდან გამოსავალს ყოველთვის იპოვის და ფეხზე წამოდგება. ეს არის დიდი კლუბი, სადაც ძალიან კარგი ადამიანები და ფეხბურთელები თამაშობენ. მე ბოლომდე მათ გვერდით ვარ და ყოველთვის ამ კლუბის დიდი გულშემატკივარი ვიქნები." - გიორგი მიქაუტაძე

შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ, ლიონმა მთავარ მწვრთნელთან, პაულუ ფონსეკასთან თანამშრომლობის შეწყვეტა გადაწყვიტა - მიზეზი ფინანსური კრიზისი იყო და ის ანაზღაურება, რასაც პორტუგალიელი მწვრთნელი კლუბში იღებდა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ლიონის აღზრდილია და სწორედ ამ კლუბში თამაშობდა 2 სეზონის განმავლობაში, სადაც მან ჯამში 49 მატჩი ჩაატარა, სადაც 18 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.

სხვა სტატიები