მანე ოსიმენის სანაცვლოდ - ბაიერნი მეგა ტრანსფერს ამზადებს
მიუნხენის "ბაიერნი" განიხილავს ვიქტორ ოსიმენისა და სადიო მანეს გაცვლას მას შემდეგ, რაც სენეგალელი გარემარბი ლეროი სანეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
"ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრფორვარდის შეძენას გეგმავს. მიუნხენელებს "ნაპოლის" ნიგერიელი ფორვარდის - ვიქტორ ოსიმენის შეძენა სურთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
"ბაიერნისთვის" მთავარი დაბრკოლება ის თანხაა, რომლითაც "ნაპოლი" ვიქტორ ოსიმენს აფასებს (150 მილიონი ევრო). "Sky Sports"-ის ცნობით, "ბაიერნი" განიხილავს, რომ ოსიმენის ტრანსფერში სადიო მანეს გაცვლა ჩართოს.
მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნსა" და "ნაპოლის" შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, გერმანელები თვლიან, რომ ოსიმენის დათანხმებას კოლოსალური ანაზღაურებითაც შეძლებენ. გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნი" მზადაა ოსიმენს წელიწადში 22 მილიონი ევრო გადაუხადოს.
"ბაიერნი" სხვა ვარიანტებსაც განიხილავს. ერთ-ერთია რანდალ კოლო მუანი, რომელიც ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე სტატისტიკას აფიქსირებს: 28 მატჩში 13 გოლი და 10 საგოლე გადაცემა.