Belive

იურგენ კლოპი ჟურნალისტის ხუმრობამ გააღიზიანა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"შეფილდთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპთან მედიასთან ისაუბრა. Amazon Prime-თან ინტერვიუსას გერმანელ თავკაცსა და ჟურნალისტს შორის მცირედი დაძაბულობა შეიქმნა.

"ლივერპულს" მომავალი მატჩი შაბათს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ ელის, რომელიც ინგლისის დროით14:30 საათზე გაიმართება. კლოპს ბევრჯერ უთქვამს, რომ ასეთ დროს გამართული მატჩებისთვის მოთამაშეები აღდგენას და დასვენებას ვერ ასწრებდნენ.

სწორედ ამ თემაზე იხუმრა მარკუს ბაკლენდმაც, რაც კლოპს ძალიან არ მოეწონა. ჟურნალისტმა იურგენს შეახსენა, რომ "ლივერპულის" მომავალი მატჩი მის "საყვარელ დროს" არის ჩანიშნული.

კარგია ამაზე ხუმრობა! გამბედავი უნდა იყო ამაზე, რომ იხუმრო. დღეს სავარაუდოდ პირველ-ორ საათზე დავიძინებთ. ამის შემდეგ ორი ვარჯიში გვექნება და ისევ თამაში გვიწევს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამ სფეროში მუშაობთ, ვხვდები, რომ არ გესმით რას ამბობთ. ასე რომ არაფრის ახსნას ვაპირებ. - ასე უპასუხა იურგენ კლოპმა მარკუს ბაკლენდს

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის გათამაშებაში "ლივერპული" 34 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. როგორც ზემოთ ვახსენე, მერსისაიდელებს მომავალი მატჩი 9 დეკემბერს 16:30 საათზე ელით.

სხვა სტატიები