Belive

სამშობლოში დაბრუნება - ჯერდან შაჩირი ბაზელში გადავიდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

32 წლის შვეიცარიელი შემტევი - ჯერდან შაჩირი 12-წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

ჯერდან შაჩირი "ბაზელის" ფეხბურთელია. მან მშობლიურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 2027 წლის ჩათვლით დარჩება.

32 წლის შემტევმა საფეხბურთო კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო. 2007 წლიდან 2009 წლის ჩათვლით "ბაზელის" მეორე გუნდში თამაშობდა, შემდეგ კი პირველ კლუბთან ერთად 3-წლის განმავლობაში, 2009-2012 წლებში ითამაშა, სადაც 92 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ შაჩირი "ბაიერნში"; "ინტერში"; "სტოკში"; "ლივერპულში"; "ლიონში" და "ჩიკაფო ფაიერში" თამაშობდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული შვეიცარიელი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების წევრის - გაბრიელ სიგუას თანაგუნდელი გახდა.

სხვა სტატიები