Belive

მანჩესტერი სანჩოს შემცვლელად ფედერიკო კიეზას განიხილავს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედში" საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა. კლუბის მთავარ მწვრთნელსა და ჯეიდონ სანჩოს შორის დიდი დაძაბულობაა. კონფლიქტი იმდენად სერიოზულია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს გუნდთან ერთად ყოფნაც აეკრძალა.

ამ ყველაფრის ფონზე ბუნებრივია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" სანჩოს შემცვლელს ეძებს. ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "წითელი ეშმაკები" ფედერიკო კიეზას დამატებას შეეცდებიან. აღსანიშნავია, რომ ინგლისური კლუბი იტალიელის შეძენას იანვარშივე შეეცდება.

მიმდინარე სეზონში კიეზამ "იუვენტუსის" მაისური 6-ჯერ მოირგო და აქედან 4-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. იტალიელმა შემტევმა 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სხვა სტატიები