Belive

პირველად 1971 წლის შემდეგ - ბოდო გლიმტმა ჩემპიონთა ლიგის უნიკალური მიღწევა გაიმეორა

14 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა, სადაც ინტერი შინ ბოდო გლიმტს დაუხვა და პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა. მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ინტერი, ჩემპიონთა ლიგას 1/16-ფინალიდან გამოეთიშა, ნორვეგიული ბოდო გლიმტი კი ისტორიაში პირველად 1/8-ფინალში გავიდა.

ამ გამარჯვებით, ნორვეგიულმა კლუბმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა გაიმეორა, კერძოდ - ბოდო გლიმტი 1971-72 წლების შემდეგ, TOP 5 ჩემპიონატის მიღმა პირველი გუნდია, რომლემაც ევროპის თასის/ჩემპიონთა ლიგის სეზონში, TOP 5 ლიგის მეტოქეებთან (ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი) ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო.

აქამდე ეს მიღწევა ამსტერდამის აიაქსს ეკუთვნოდა, რომელმაც 1971-72 წლების სეზონში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ბოდო გლიმტს ჩემპიონთა ლიგაზე ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს: ინტერი, მანჩესტერ სიტი და ატლეტიკო დაამარცხა, ხოლო დორტმუნდთან ფრე ითამაშა, ახლა უკვე ინტერი მეორედაც დაამარცხა და ბოლოს ნორვეგიული კლუბი ნოემბერში, სწორედ იტალიაში, იუვენტუსთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

ჩემპიონთა ლიგის 4 1/8-ფინალისტი უკვე ცნობილია - ბოდო გლიმტი, ნიუკასლი, ლევერკუზენი და ატლეტიკო, დანარჩენი 4-ის ვინაობა კი დღეს გაირკვევა.

სხვა სტატიები