ტიერი ანრიმ პარიზის ოლიმპიადისთვის საფრანგეთის შემადგენლობა დაასახელა
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ფეხბურთი სტარტს 24 ივლისს აიღებს და 10 აგვისტოს დასრულდება.
მასპინძელი საფრანგეთის ნაკრების, ოლიმპიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - ტიერი ანრიმ, ოლიმპიური თამაშებისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, სადაც რამდენიმე ვარსკვლავს შევხვდებით.
🇫🇷 Mathys Tel has been called up by Thierry Henry to France's provisional squad for the Olympics pic.twitter.com/dLxeIWryjU
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) June 3, 2024
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ნაკრებები ძირითადი შემადგენლობებით ვერ ასპარეზობენ, რადგან ასაკობრივი შეზღუდვა (23 წლამდე) მოქმედებს, სწორედ ამის გამო, კი მწვრთნელებს 3 ფეხბურთელის (ვარსკვლავის) დამატების უფლება აქვთ.
ტიერი ანრიმ ოლიმპიური თამაშებისთვის ნაკრებში შემდეგი სამი ფეხბურთელი დაიმატა - ალექსანდრ ლაკაზეტი ("ლიონი"); ჟან-ფილიპ მატეტა ("კრისტალ პალასი") და მაიკლ ოლისე ("კრისტალ პალასი").
გარდა ამ ფეხბურთელებისა, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში უძლიერეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვხედავთ, რომლებიც მიმდინარე სეზონში TOP 5 ჩემპიონატში ბრწყინვალე სეზონით გამოირჩეოდნენ.
საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე A ჯგუფში - აშშ-ს, გუინეისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან იასპარეზებს.