Belive

"მამარდაშვილის შესახებ დიდი ხნით ადრე ვიცოდი" - ალისონი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მერსისაიდულ გრანდსა და "ვალენსიას" შორის შემდგარი გარიგების შედეგად, გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში ესპანეთში დარჩება, 2025 წლის ივნისში კი "ლივერპულს" შეუერთდება. ცნობილია, რომ ყველა დეტალი დაზუსტებულია და შეთანხმება შემდგარია - ახალგაზრდა ქართველი კიპერი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და პრემიერ ლიგის გრანდის სამომავლო პროექტში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება.

გიორგი მამარდაშვილის შესახებ "ლივერპულის" ამჟამინდელმა კიპერმა ალისონ ბეკერმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ტრანსფერზე დიდი ხნით ადრე იცოდა. The Irish Independent ალისონის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მინდა პატივისცემა გამოვიჩინო და კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე აქ დავრჩე. შეიძლება გახანგრძლივებაზეც ვიფიქრო. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ლივერპულში ბედნიერი ვარ. ჩემი ოჯახი აქ ბედნიერია.

კლუბის დატოვების შესახებ არასდროს მიფიქრია. მაშინაც კი, როდესაც საუდის არაბეთიდან სოლიდური შეთავაზება მივიღე, უარი განვაცხადე, რადგან "ლივერპულში" დარჩენა და ჩემს გუნდზე ფოკუსირება მსურდა.

თუ კლუბის ინტერესიც იქნება, რომ დავრჩე, დავსხდებით და ყველაფერზე დავილაპარაკებთ. ამ მომენტში, ამ სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში არაფერი მოხდება. ფოკუსირებული ვარ ჩემს საქმეზე და ბედნიერი ვარ ლივერპულში ყოფნით.

გუნდმა მომავალზე ფოკუსირება უნდა მოახდინოს. ასაკი მემატება და მუდმივად აქ ვერ ვიქნები. ვფიქრობ მამარდაშვილის დამატება კარგი იდეაა. ამის შესახებ დიდი ხნით ადრე ვიცოდი, ვიდრე მედია საშუალებები გაახმაურებდნენ. კლუბის წარმომადგენლები მესაუბრნენ და ვფიქრობ საკმაოდ პოზიტიური მესიჯია, რომ კლუბი ჩემი აზრით დაინტერესდა.

- ალისონი.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში კვლავ "ვალენსიაში" ითამაშებს, 2025 წლის ივნისში კი "ლივერპულს" შეუერთდება, რომელთანაც 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

სხვა სტატიები