შეთანხმება მიღწეულია: გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში ითამაშებს
იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მხარესა და "ლივერპულს" შორის შეთანხმება მიღწეულია.
უახლესი ინფორმაციის მიხედვით, 23 წლის ქართველი მეკარის ტრანსფერთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე საკითხია მოსაგვარებელი და ამის შემდეგ ყველაფერი გაოფიციალურდება.
მერსისაიდელები "ვალენსიას" 35 მილიონ ევროს გადაუხდიან, ქართველი კი ახლადდაწყებულ სეზონს იჯარის წესით ისევ ესპანურ გუნდში გაატარებს.
"ლივერპულის" კარს შემდეგ სეზონში ისევ ბრაზილიელი ალისონ ბეკერი დაიცავს, ხოლო 2025 წლის ივნისიდან ინგლისურ გრანდში გიორგი მამარდაშილი ითამაშებს.
გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიასთან" ერთად 2024/25 წლების სეზონი უკვე დაიწყო და ლა ლიგის გახსნით ტურში "ბარსელონასთან" (1:2) ითამაშა. შემდეგი მატჩი "ვალენსიამ" ვიგოს "სელტასთან" სტუმრად, 23 აგვისტოს უნდა გამართოს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.