ლივერპული დარწმუნებულია, რომ ბარკოლასთვის ბრძოლაში არსენალს აჯობებს
ლივერპული ფრანგი ფეხბურთელის, ბრედლი ბარკოლას გადაბირებას აქტიურად ცდილობს და დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლაში ლონდონის არსენალს აჯობებს. მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის მოქმედი გამარჯვებულებისთვის, ბარკოლა ერთ-ერთი სამიზნეა. არსენალი ბარკოლათი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მორგან როჯერსი ვერ შეიძინა. ხოლო რაც შეეხება ლივერპულს, მათ მო სალაჰის გუნდიდან წასვლის შემდეგ, შეტევის გაძლიერება ძალიან ჭირდებათ. ინგლისური კლუბების გარდა, ფრანგი ფეხბურთელით, მიუნხენის ბაიერნიცაა დაინტერესებული.
Liverpool are reportedly leading the race to sign PSG's Bradley Barcola as they search for Mohamed Salah's successor 🔴
— ESPN UK (@ESPNUK) July 23, 2026
ლივერპულს, ბარკოლას გარდა, იან დიომანდეს დამატებაც სურს, მაგრამ ახალგაზრდა კოტ-დ'ივუარელისთვის, პარი სენ-ჟერმენიც იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ ფეხბურთელს, პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, ბარკოლა, პსჟ-ში, შეტევაში არსებული უდიდესი კონკურენციის გამო, სრულფასოვან სათამაშო დროს ვერ იღებს. ხოლო იმ შემთხვევში, თუ პარიზულ კლუბში დიომანდეს ტრანსფერი შედგება, თეორიულად, კიდევ უფრო გაიზრდება იმის ალბათობა, რომ 23 წლის ფეხბურთელი, მომავალში, ინგლისური კლუბის მაისურით ვიხილოთ.