მადრიდის "ატლეტიკოს"თავდამსხმელ, დიეგო კოშტას,კორონავირუსიდაუდგინდა. ინფორმაცია ესპანური კლუბის პრეს-სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.
31 წლის ფორვარდი Covid 19-ით შვებულებაში ყოფნის დროს დაინფიცირდა. მასთან ერთად, კორონავირუსი მცველ სანტიაგო არიასსაცდაუდასტურდა.
“ორივე ფეხბურთელი უკვე იზოლირებულია. მათ არანაირი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ორივე სახლში რჩება. ისინი ლა ლიგის მიერ დაწესებული პროტოკოლის მიხედვით იმოქმედებენ და ვარჯიშებს იზოლაციის შემდეგ განაახლებენ”. - ვკითხულობთ ატლეტიკოს ოფიციალურ განცხადებაში.