მუნდიალი 2022 | ისტორიაში პირველად - მსოფლიო ჩემპიონატზე 6 ქალი იმსაჯებს
FIFA-მ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსაჯების სია გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ისტორიაში პირველად - ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩებს 6 ქალი მსაჯი განსჯის.
ქალთა შორის გამორჩეული და ყველაზე ცნობილი, 38 წლის ფრანგი - სტეფანი ფრაპაა. ყველაზე დიდი ტურნირების მსაჯობის შემდეგ, ის გახდა პირველი ქალი მსაჯი, რომელმაც 2019 წელს "ლივერპულსა" და "ჩელსის" შორის სუპერთასის ფინალი იმსაჯა, ხოლო 2020 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩს მსაჯობდა ("იუვენტუსი" - კიევის "დინამო").
ის ასევე იყო პირველი ქალი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში, მთავარი მსაჯის ასისტენტად დაინიშნა (იტალია - თურქეთი).
წარმოშობით რუანდელი მსაჯი - სალიმა მუკანსანგა არის პირველი ქალი მსაჯი, რომლემაც აფრიკის ერთა თასზე (გვინეა - ზიმბამზვეს) მატჩი იმსაჯა. ასევე მეოთხე მსაჯი იყო გვინეა - მალავის მატჩზე. რაც შეეხება იაპონელ არბირტ - იოშიმა იამაშიტას, იგი პირველი ქალი მსაჯია, რომელმაც ამ აპრილს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე "მელბურნ სიტისა" და "ჯეონამ დრაგონსის" მატჩი იმსაჯა.
მთლიანობაში, ფიფას მსაჯთა კომისიამ 36 მსაჯი, 69 ასისტენტი და VAR-ის 24 წევრი დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 20 ნოემბერს აიღებს და 18 დეკემბერს დასრულდება.