Belive

მადრიდის რეალი საქმეში დაბრუნდა - ესპანელებს მბაპე იანვარშივე სურთ 

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ესპანური Marca წერს, რომ მადრიდის "რეალი" მზად არის, კილიან მბაპე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე დაიმატოს. ჯოვანი ბრანჩინი, ფეხბურთელების აგენტი და ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაო ავტორიტეტი იმისთვის, რომ ისაუბროს მაღალი დონის ტრანსფერებზე და ბაზარზე არსებულ ნდობაზე, ინტერვიუ მისცა La Gazzetta-ს, სადაც აღნიშნა, რომ "პსჟ-სა" და მადრიდის "რეალს" შორის მბაპეზე მოლაპარაკებები არსებობს და "სამეფო კლუბს" ფეხბურთელის კონტრაქტის ზამთარშივე გამოსყიდვა სურს. საამისოდ, ფლორენტინო პერესი და მისი გუნდი ფრანგულ გრანდს 50 მილიონ ევროს სთავაზობს. "ახლა ეს "პსჟ-ზეა" დამოკიდებული. მადრიდის "რეალი" დაუბრუნდა მბაპეს დამატების სურვილს და მყისიერად, რამდენიმე დღის წინ შესთავაზა 50 მილიონი ევრო პარიზულ კლუბს. არ ვიცი, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მეჩვენება, რომ ფლორენტინო პერესის ინიციატივა ყურადღებას იმსახურებს. საბოლოო ჯამში, ყველასთვის სირცხვილია, რომ მბაპეს მსგავსი ფეხბურთელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. არ ვიცი, რისი გაკეთება სურთ პარიზში", - თქვა ჯოვანი ბრანჩინიმ. არსებული კონტრაქტის პირობებით, რომელიც მიმდინარე წლის 2022 წლის 30 ივნისს იწურება, მბაპეს მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ნებისმიერ გუნდთან მოლაპარაკების წარმოების უფლება აქვს, ოღონდ მხოლოდ მომდევნო სეზონიდან გადასვლის შესახებ. მიმდინარე სეზონში, 23 წლის თავდამსხმელის აქტივში "პსჟ-ს" მაისურით 25 შეხვედრაში 18 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები