Belive

ლევანდოვსკი: "რეალისგან განსხვავებით, სწრაფ და შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ვთამაშობთ"

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონა" ლა ლიგის 2024/2025 წლების სეზონს საოცრად იწყებს. კატალონიელებმა მე-6 ტურში სტუმრად "ვილიარეალი" 1:5 გაანადგურეს და ლა ლიგას 6/6 გამარჯვებით, შესაბამისად 18 ქულით ლიდერობენ.

გამარჯვების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკის ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, თუ რითი განსხვავდება მიმდინარე სეზონში "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" თამაში, რაზეც პოლონელმა ფორვარდმა შემდეგი პასუხი გასცა.

"დავიწყებ იმით, რომ ძალიან ბედნიერი ვარ სეზონის სტარტით. გუნდმა ყველაფერი კარგად დაიწყო, ბოლომდე შევეწყეთ ერთმანეთს და ძალიან ძლიერ გუნდად ჩამოვყალიბდით. ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა ჩვენ ვირწმუნეთ, რომ ჩემპიონობა შეგვიძლია.

რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას, რეალისგან განსხვავებით სწრაფ და შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს ვთამაშობთ. ჩვენს თამაშში ხარვეზები არ იკითხება.

იმედია ყველაფერი ასე გაგრძელდება, სამწუხაროდ ტრავმიანობის კუთხით მძიმე პერიოდი გვიდგას, სხვა ძალიან კარგ ფეხბურთელებთან ერთად, ტერ შტეგენიც გამოგვაკლდა და უკვე ვიცით, რომ იგი მთელი სეზონი არ ითამაშებს..." - რობერტ ლევანდოვსკი

განვლილი 6 ტურის შემდეგ, ლა ლიგას "ბარსელონა" 18 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე კი 14 ქულით "რეალი" იმყოფება.

რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, რობერტ ლევანდოვსკი პირველ პოზიციაზე 6 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით იმყოფება, მეორე პოზიციას კი "ბარსელონას" შემტევი რაფინია იკავებს, რომლის ანგარიშზეც 5 გატანილი გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

"ბარსელონა" შემდეგ მატჩს 28 სექტემბერს "ოსასუნას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები