ლუკა მოდრიჩმა ელ კლასიკოს რეკორდი დაამყარა
ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში გამართულ ელ კლასიკოში, მადრიდის "რეალმა" "ბარსელონა" სტუმრად, ჯუდ ბელინგემის მიერ შესრულებული დუბლის მეშვეობით დაამარცხა.
92-ე წუთზე, ინგლისელ ფეხბურთელს, მეორე გოლის ეპიზოდში, მოედანზე შეცვლაზე შემოსულმა ლუკა მოდრიჩმა საგოლე პასი გაუკეთა.
ამ მატჩში მონაწილეობის მიღების შემდეგ, ხორვატი ფეხბურთელი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, რომელმაც ელ კლასიკოში მონაწილეობა მიიღო. ლუკა მოდროჩი ამ დროს 38 წლის და 47 დღის გახლდათ და ამით თავისი გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, პაკო ბუიოს რეკორდი მოხსნა.
გარდა რეკორდისა, მოდრიჩისთვის ეს შეხვედრა კიდევ ერთი ფაქტორით გახლდათ გამორჩეული - ეს ხორვატისთვის "რეალის" მაისურით ჩატარებული, საიუბილეო, მე-500 შეხვედრა იყო.
ლუკა მოდრიჩი "რეალში" 2012 წელს გადავიდა და მას შემდეგ ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, მათ შორის ხუთჯერ უეფას ჩემპიონთა ლიგა.