რა შეფასება დაიმსახურა გოჩოლეიშვილმა ბარსელონას წინააღმდეგ?
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სულ ცოტა ხნის წინ ჰამბურგში "შახტარისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება დასრულდა, რომელიც დონეცკელებმა მოიგეს. უკრაინულმა კლუბმა მოწინააღმდეგე 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე გავიდა, რომლის ავტორი დანილო სიკანი გახდა. აღსანიშნავია, რომ ასისტი მას გიორგი გოჩოლეიშვილმა გაუკეთა.
ქართველი მცველი მთელი შეხვედრის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა. გუნდს როგორც დაცვაში, ისე შეტევაშიც ეხმარებოდა. Whoscored-ის მიხედვით ქართველმა მცველმა 6.15, ხოლო Sofascore- ს მიხედვით 7.0 შეფასება დაიმსახურა.
"ბარსელონასთან" გამარჯვებით "შახტარმა 6 ქულა მოაგროვა და ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებს. დონეცკელებს ჩემპიონთა ლიგაზე მომავალი მატჩი "ანტვერპენის" წინააღმდეგ ელით, რომელიც 28 ნოემბერს არის ჩანიშნული.